ავსტრალიას ხანძართან ბრძოლაში 150 ამერიკელი მეხანძრე დაეხმარება (ვიდეო)

11:39 01-10-2020
301

ავსტრალიის სახანძრო სამსახურს ხანძრის კერებთან ბრძოლაში 150 ამერიკელი მეხანძრე დაეხმარება. მათი დიდი ნაწილი სიდნეის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ ჩაფრინდა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ამის გარდა, ავსტრალიელ მაშველებს დახმარებას 60-მდე კანადელი მეხანძრე-მაშველიც უწევს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალია მასშტაბურ ხანძარს 2019 წლის სექტემბრიდან ებრძვის. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 10 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი გადაწვა. დაღუპულია 27 ადამიანი. ცეცხლმა  მილიონობით ცხოველი შეიწირა. ავსტრალიის დასახმარებლად შექმნილი სოციალური ფონდის საშუალებით ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 30 მილიონ დოლარზე მეტი მოგროვდა. პარალელურად ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახური არმიასთან ერთად ყველაზე რთული კერების ლოკალიზებას ცდილობს.