ორივე ჩემი შვილის მკვლელია - მურად წურწუმიას დედის პირველი კომენტარი მეორე პირის დაკავებაზე

22:19 01-08-2020
491

მურად წურწუმიას დედა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მეორე პირის დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ორივე სამუდამოდ ციხეში უნდა იყვნენ. 

„რა უნდა ვთქა, ვითხოვ ორივეს დასჯას. ორივე ჩემი შვილის მკვლელია. ისე უნდა დაისაჯონ, როგორც საჭიროა. ხომ ხედავთ რა ამბავია ჩვენს სახლში. სიკვდილის მეტი არაფერი ხდება,- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ  26 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია 40 წლის ვახტანგ ბურძენიძე, რომელიც ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარ ინციდენტში სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძესთან ერთად მონაწილეობდა. 

საქმის ახალი დეტალების გაცნობა შეგიძლიათ ამ ლინკზე