ამერიკა და ირანი შეთანხმებულები იყვნენ - რას წერენ არაბულ სოციალურ მედიაში

19:45 01-08-2020
866

8 იანვარს ბაღდადის დროით ორ საათზე ირანმა ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა ერაყში არსებულ ამერიკულ ბაზებზე, კერძოდ ანბარის და ერბილის ტერიტორიაზე. ანბარი მდებარეობს ერაყის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მის უდიდეს ნაწილს უდაბნო შეადგენს,  ერბილი მდებარეობს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც ქურთისტანის დედაქალაქია. დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტა დაფიქსირდა ანბარის ტერიტორიაზე, ბაზა აინალ-ასადზე.

Arabicpost-ის ცნობით, ერაყში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ადელ აბდულ მაჰდი აცხადებს, რომ მან მიიღო სიტყვიერი შეტყობინება ირანისგან, სანამ რაკეტებს ჩამოაგდებდნენ, ამის შემდეგ მას დაუკავშირდა ამერიკელი გენერალი, რომელმაც აცნობა, რომ რაკეტების ჩამოყრა დაიწყეს ბაზაზე აინალ-ასადი. 

არაბულ სოციალურ მედიაში უკვე გავრცელდა აზრი, რომ რადგან არცერთი დაზარალებული არ არის, ამერიკა და ირანი შეთანხმებულები იყვნენ, რომ ირანი ბალისტიკურ რაკეტებს გამოიყენებდა, ვინაიდან მუქარები მისი მხრიდან საკმაოდ მძიმე და დიდი რაოდენობით იყო. 

 

მარიამო ცხადაძე სპეციალურად „პრაიმტაიმისთვის“ ბაღდადიდან