თვითმფრინავი, რომელიც ირანში ჩამოვარდა, ტექნიკურად გამართული იყო - „უკრაინის ავიახაზები“

17:53 01-08-2020
103

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ინფრომაციით, თვითმფრინავი, რომელიც ჩამოვარდა გამართული იყო.

როგორც უცხოური მედიაში წერენ, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისტექნიკურმა დირექტორმა, ალექსანდ შოფიევმა განაცხადა, რომ თვითმფრინავთან დაკავშირებით აქამდე არანაირ შენიშვნას ადგილი არ ჰქონია.

თვითმფრინავი 2016 წლის იყო და ის მწარმოებლისგან პირდაპირ ავიახაზებს გადაეცა, მანამდე არსად ყოფილა გამოყენებული. შენიშვნებს ადგილი არ ჰქონია. შემოწმება ბოლოს 6 იანვარს გაიარა და არც ამ დროს ყოფილა არანაირი ხარვეზი. თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული იყო. ეკიპაჟისგან არც თეირანში ჩასვლისას ყოფილა რაიმეზე შენიშვნა და არც ამ ფრენის წინ“, - განაცხადა შოფიევმა.

კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ ეკიპაჟი შესანიშნავად იყო მომზადებული, მათ შორის რთულ პირობებში ფრენისთვისაც.

დღეს ირანის დედაქალაქში უკრაინული ავიალაინერი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 180 მგზავრი იმყოფებოდა.  ბოინგ737-თან კავშირი თეირანის იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რამდენიმე წუთში გაწყდა. ავიალაინერს მგზავრები კიევში გადაჰყავდა.