„ეკლესიური იყო და თავს არ მოიკლავდა“ - ახალი დეტალები დაკარგული გოგა თავბერიძის შესაძებ

17:41 01-08-2020
3373

ფოთში, მეხუთე დღეა 24 წლის გოგა თავბერიძეს ეძებენ.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახი იმედოვნებს, რომ ის ცოცხალია და გამოძიებასთან თანამშრომლობს.

„გოგა ბავშვობიდან წესიერი და გაწონასწორებული იყო. ასე რომ ვთქვათ, ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს. მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში კონსულტანტად.  არც ფინანსური პრობლემის შესახებ გვსმენია რამე. ჰყავს მშობლები და ძმა ევროპაში. იმ დილითაც სამსახურში რომ დააგვიანდა ოჯახს შეგვატყობინეს და მას შემდეგ ვეძებთ. ეკლესიური იყო და თავს არ მოიკლავდა. 24 წლის არის, დილით სამსახურში უნდა მისულიყო და არ მივიდა. მეორე დღესვე შევატყობინეთ პოლიციას და ვთანამშრომლობთ სამართალდამცველებთან. ვიმედოვნებთ რომ ცოცხალია, მონასტერში ან სადმეა წასული. ბოლოს 8 მარტის ქუჩაზე ნახეს, ხიდზე ფეხით გადაადგილდებოდა“,- განუცხადა ჟურნალისტებს ოჯახის ახლობელმა მაცი გვაძაბიამ.

შსს-ს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები.

 

ავტორი: თეა შონია