შუახევში მაშველებმა კლდეზე ჩარჩენილი ჯიხვი გადაარჩინეს (ვიდეო)

16:59 01-08-2020
225

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიჭაურის მიმდებარედ მეხანძრე-მაშველებმა გარეული ჯიხვი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. 

ცხოველი კლდეზე იყო ჩარჩენილი. ჯიხვი ხეზე რქით გაიჭედა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

ადგილზე დასახმარებლად იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შუახევის სამმართველოს თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა ჯიხვი უსაფრთხო ადგილას უვნებლად ჩამოიყვანეს და გაუშვეს.

მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.