ავიაკატასტროფების სერია ირანში - ბოლო 10 წელში 500-მდე ადამიანი დაიღუპა

12:15 01-08-2020
82

დღეს გამთენიისას ირანში მომხდარ ავიაკატასტროფას 176 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული ბოინგი თეირანში ჩამოვარდა და ვერცერთი მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ეს არ გახლავთ ერთადერთი ავიაკატასტროფა, რომელიც ბოლო წლებში ირანის ტერიტორიაზე მოხდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში 5 მსგავსი შემთხვევა მოხდა, რომელსაც საერთო ჯამში 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა. უფრო ზუსტი მონეცამები კი ასეთია:

2009 წელი

ჩრდილო-დასავლეთ ირანში, ქალაქ ყაზვინის მახლობლად სამგზავრო ავიალაინერი ჩამოვარდა. დაიღუპა 168 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები. გარდაცვლილთა შორის ირანის ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების 10 წევრიც იყო. 

2011 წელი

ირანის ქალაქ ორუმიეიჰის მახლობლად ჩამოვარდა თვითფრინავი. ტრაგედიის მიზეზად უამინდობა დასახელდა. დაიღუპა 67 მგზავრი. 

2018 წელი

ირანული თვითმფრინავი ჩამოვარდა ქვეყნის სამხრეთით მდებარე სოფელ კოჰანგანში, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 65 ადამიანი დაიღუპა.

2019 წელი

ერთი წლის წინ, ირანის არმიის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა თეირანის მახლობლად მას შემდეგ, რაც პილოტმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. ბორტზე მყოფი 15 ადამიანი დაიღუპა. 

2020 წელი

დღეს გამთენიისას მომხდარი ტრაგედია რიგით მეხუთეა ბოლო ათი წლის განმავლობაში ირანში მომხდარ ავიაკატასტროფებს შორის. ამ შემთვევაში მსხვერპლი ყველაზე მეტია (176 ადამიანი). როგორც ცნობილია, თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.