თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების" ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო

16:51 12-14-2019
152

ამ წუთებში „ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო.

ღონისძიებას პარტიის თავმჯდომარე  ბიძინა ივანიშვილი, პარტიის ლიდერები: კახა კალაძე, გია ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, მინისტრები და დეპუტატები ესწრებიან.

ცნობისთვის, საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა და 2020 წლის მაისამდე იქნება.