ვარლამ ლიპარტელიანმა ჩინეთის მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

15:01 12-14-2019
37

ჩინეთში მიმდინარე მასტერსის ტურნირის დასკვნით დღეს ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან რუსი არმან ადამიანი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

დასრულებულ ჩინეთის მასტერსზე საქართველოს ყულაბაში ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.