ანიტასთვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ვერც ბელარუსმა აიღო

12:37 12-14-2019
7823

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 წლის ანიტასთვის ოპერაციაზე თანახმა ბელარუსი იყო, თუმცა დღეს „პრაიმტაიმთან“ საუბარში, ანიტას ბებიამ თამუნა გლურჯიძემ გვითხრა, რომ ბელარუსმა პასუხისმგებლობა ვეღარ აიღო და ვერ მისცა ოჯახს გარანტიები, რომ შეძლებენ ოპერაციის ჩატარებას, რადგან 10 წლამდე ბავშვების ტრანსპლანტაციაში არ აქვთ გამოცდილება.

ოჯახს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა იტალიასთან, თუმცა იტალიამ ოჯახს უარი უთხრა. ამჟამად მიმდინარეობს კომუნიკაცია ინდოეთთან. ბებიის თქმით, ინდოეთი სავარაუდოდ თანახმა იქნება, თუმცა პრობლემაა ტრანსპორტირება, რადგან დიდი მასშტაბით გავლა ანიტასთვის შესაძლოა საშიში იყოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება – „დილატაციური კარდიომიოპათია“ დაუდგინდა. მედიკოსების თქმით, საჭიროა ჩატარდეს სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში.