გორში, სოფელ ტირძნისთან ძაღლი თითქმის მთელი დღეა პატრონს ელოდება

23:44 12-13-2019
372

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისთან, გზის პირას, ძაღლი რამდენიმე საათია ერთ ადგილზე გაუნძრევლად იმყოფება. ერგნეთისკენ მიმავალმა ჟურნალისტებმა ის ჯერ კიდევ დღის საათებში შეამჩნიეს. ინფორმაციას ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ერგნეთიდან დაბრუნებისას ძაღლი კვლავ ძველ ადგილზე ნახეს. ჟურნალისტ გიორგი ახალკაცის ცნობით, ძაღლი თითქმის 3-4 საათია სავარაუდოდ პატრონს ელოდება.