რუსთავში ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

21:14 12-13-2019
26

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, თოდრიის წრესთან. არსებული ინფორმაციით, „ნისანის“ მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა.

შემთხვევის შედეგად ახლგაზრდა ქალი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.