ვიდეოები

1710755486

VIDEO: რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ – რა დაარქვეს ახალშობილს

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე კი – გოგონას მშობლები. პატარას სოფია დაარქვეს.ამის შესახებ ეკა ხოფერიას „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი – ეკამ მცირე ვიდეო გააზიარა თეონას მონაწილეობით, რომელიც მცირე ხნის წინაა გადაღებული და სადაც თეონა ამბობს, რომ მარტში შვილიშვილს ელოდებიან. 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ლენტა

შემთხვევა 1710837044

შემზარავი ავარიის დროს დაშავებული, 7 წლის გოგოს შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის გოგონა თბილისში გადაიყვანეს.ექიმების ინფორმაციით, არასრულწლოვანს ქალა-ტვინის ტრავმა აქვს მიღებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ პაციენტი თბილისში, ინგოროყვას კლინკაშია გადაყვანილი.გოგონა იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც 18 მარტს, ქალაქ დედოფლისწყაროში, სველ გზაზე მოცურდა და ბოძს შეეჯახა.მიღებული ტრავმებით, ავტომობილის მძღოლი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის 44 წლის პედაგოგი, ადგილზე გარდაიცვალა.გამოძიება მომხდარ ფაქტზე,სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6- ე ნაწილით მიმდინარეობს.

პრემიერი

პოლიტიკა 1710837037

ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები - პრემიერი

თქვენ იცით ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, კერძოდ, კანონმდებლობა შეიცვალა ფუნდამენტურად, მათ შორის დაინერგა ელექტრონული ხმის მიცემის, დათვლის, ამომრჩეველთა რეგისტრაციის სისტემა, რაც ძალიან ბევრ რამეს აზღვევს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, გარდა ამისა, განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ცესკოსთან დაკავშირებით.„გარდა ამისა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდება კანონმდებლობაში, როდესაც ცესკოში აღმოიფხვრება ჩიხური მდგომარეობა. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს გამართული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები,“- განაცხადა პრემიერმა.ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რაზე იყო საუბარი იენს სტოლტენბერგთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე, გარდა იმისა, რომ  „მიიღო კონკრეტული დავალებები - თავისუფალი არჩევნები და სამართლიანი სასამართლო,“ პრემიერმა ასე უპასუხა:„სიტყვა დავალებას რაც შეეხება, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო 90-ანი წლებიდან მოყოლებული და ვერავინ საქართველოს დავალებებს ვერ მისცემს, მათ შორის, ვერც ერთი მეგობარი და ვერც ერთი პარტნიორი. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მოქმედებს არა დავალებებით, არამედ საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება რჩევებსა და რეკომენდაციებს, მზად ვართ, რომ ყველაფერი მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ“, -  განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურ მუშაკებს, პროფესიული დღე მიულოცა

ჯანდაცვა 1710836979

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურ მუშაკებს, პროფესიული დღე მიულოცა

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურ მუშაკებს, პროფესიული დღე - სოციალური მუშაობის მსოფლიო დღე მიულოცა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო, სოციალური მუშაკის სამუშაოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათ მხარდაჭერა აღუთქვა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით, დასაქმებულია 263 სოციალური მუშაკი. ისინი მომსახურებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და მათ ოჯახებს, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე არასრულწლოვნებსა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. სოციალური მუშაკები უდიდეს როლს ასრულებენ ადამიანების, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1710836926

ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე - რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას - ირაკლი კობახიძე

ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის თქმით, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ იენს  სტოლტენბერგთან.„გუშინ გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრები ბატონ სტოლტენბერგთან. შემდეგ ვახშმის რეჟიმშიც მეგობრულად გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს პარტნიორობას. ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, ვეცდებით, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ ბატონ სტოლტენბერგთან“, - განაცხადა პრემიერმა.

ბაიდენი

მსოფლიო 1710836619

ისრაელის აქვს უფლება, იბრძოლოს „ჰამასის“ წინააღმდეგ - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისრაელის აქვს უფლება, იბრძოლოს „ჰამასის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა.„მე კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ისრაელს აქვს უფლება, იბრძოლოს „ჰამასის“ წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც პასუხისმგებელია ებრაელი ხალხის ყველაზე საშინელ ხოცვა-ჟლეტაზე ჰოლოკოსტის შემდეგ“, – აღნიშნა ბაიდენმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუსთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაზრდის მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის აუცილებლობაზეც.