Exclusive: დავნერგავთ მეთოდიკას, რომ სისხლის ანალიზით შეგვეძლოს კიბოს დიაგნოსტირება“ - გოგიტა ძაგნიძე სიმსივნის პრევენციაზე

19:19 12-05-2019
3726

ძუძუს კიბო, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ქალებს შორის ყველაზე გავრცელებული კიბოა, რომელიც ფილტვის კიბოს შემდეგ, სიხშირით მეორე ადგილზეა. მკერდის კიბოთი მსოფლიოში, დაახლოებით, ყოველი მეთერთმეტე ქალი ავადდება. მათი ასაკი -  13-დან 90 წლამდეა. სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის რისკფაქტორი, ყველაზე მაღალია 50-59 წლის ქალებში.

ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის პრეზიდენტ, ქირურგ-მამოლოგ გოგიტა ძაგნიძეს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

- რას გვეტყოდით ძუძუს კიბოს შესახებ? როგოც კვლევებმა აჩვენა, ასაკი საკმაოდ გაახალგაზრდავდა

ძუძუს კიბო ქალებს შორის, თავის სიხშირით პირველ ადგილზეა. აქედან გამომდინარეა ასეთი აქტუალობა და ამიტომ, ასეთი მასშტაბური ყურადღება ექცევა. ძუძუს კიბო ზოგადად, მეორე ადგილზეა, ფილტვის სიმსივნის შემდეგ. საქართველოში, ყველაზე ხშირი ქალებში - ძუძუს კიბოა. სტატისტიკური მონაცემებით, ეს არის წელიწადში დაახლოებით 1200-დან 1400-მდე შემთხვევა. ეს რიცხვი, მთელ მსოფლიოში და ევროპის ქვეყნებში, ყოველ წლიურად მატულობს, შესაბამისად, საქართველოშიც ყველაზე დიდი პრობლემა, არის გაახალგაზრდავების ტენდენცია. თუ ადრე, 55-დან 76 წლის ასაკამდე მერყეობდა, ახლა 45 წლიდან იწყება. ამ ყველაფერს, სტატისტიკური დაუშავება სჭირდება.

- ძირითადად, რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ძუძუს კიბოს მკურნალობა?

მართალია, ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს, სახელმწიფოს მხრიდან, ნაწილი თანხის დაფინანსება არის, მაგრამ მაინც პრობლემას წარმოადგენს. მთელ მსოფლიოში, ძუძუს კიბოს სწორი მკურნალობა საშუალოდ, 70 000 დოლარიდან 100 000 დოლარამდე მერყეობს. საქართველოში, სრული მკურნალობა სახელმწიფოს მხრიდან 100% -ით რომ დაფინანსდეს, დიდ თანხებთან გვექნება საქმე. წინასწარ გეტყვით, რომ ამას საქართველოს ბუჯეტი, ვერ მოერევა. წარმოიდგინეთ, რომ ყველა თანამედროვე პრეპარატი, რაც მსოფლიოში უკვე გამოშვებულია,  რომ გამოვიყენოთ, რა თანხებთან გვექნება საქმე? ამიტომ ეს, კვლავ პრობლემად რჩება.

width=600

- რა სახის პრეპარატებია მკურნალობისთვის ყველაზე ეფუქტური?

ესენციური, ანუ აუცილებელი პრეპარატები, რომლებიც ყველაზე ეფექტურია და ყოველდღიურად გამოიყენება მკურნალობისთვის - ქირურგია, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია, რომელსაც ბოლო დროს საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. იმუნოთერაპია, შედარებით ახალია და დღემდე, კარგი შედეგით გამოირჩევა. ყველაზე დიდი შედეგით გამოირჩევა ენდოკრილური თერაპია, რომელიც დღემდე ოქროს სტანდარტად ითვლება და რომელსაც მგრძნობიარე სიმსივნეები, საკმაოდ კარგად ემორჩილებიან.

- რა განსხვავებაა ქიმიოთერაპიას და ენდოკრინულ თერაპიას შორის?

ქიმიოთერაპია, საკმაოდ ძველი ტრადიციული მეთოდია და კარგ შედეგს გვაძლევს. იმუნოთერაპია, არის კონკრეტულ ჯგუფებში და გვხვდება ისეთ ჯგუფებში, რომელსაც იმუნომგრძნობიარე ტიპის სიმსივნე აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე, მსოფლიო მიმართულებით სამეცნიერო დარგში, ძალიან აქტიურად არის იმუნურ სისტემაზე გათვლილი. ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს, რომელი იმუნური ჯანმრთელი მექანიზმები არის ხელშემწყობი, სიმსივნის განვითარების, თვითონ სიმსივნეც ახერხებს როგორრაც იმუნური პასუხის შემცირებას. მარტივად რომ აგიხსნათ, ძუძუს სიმსივნე, ას არის შეუჩერებელი ავტონომიური ზრდის მქონე უჯრედების გამრავლება ორგანიზმში, რომელიც წესით, არის ასეთი აპოქტოზი, ორგანიზმს შეუძლია, რომ უჯრედში შევიდეს იმუნურ სისტემაში. თვითონვე ინადგურებს თავს, ან იმუნური სისტემის პასუხით ნადგურდება. სიმსივნის დროს, ეს კონტროლი გაჩერებულია, დასაწყისიც ამ სიმსივნის, არის იმუნური ჯანმრთელი მექანიზმების პრობლემა, ანუ სადღაც ირღვევა იმუნური პასუხი და უჯრედები იწყებს ატიპიურად გადაგვარებას და შემდეგ, ამ ატიპიური უჯრედების კიდევ უფრო ხშირი მუტაცია ხდება და აბსოლუტურად მუტანტი უჯრედები, იწყებენ სწრაფ გამრავლებას ისე, რომ ორგანიზმის საერთო წესებს, არ ემორჩილებიან. ჩვენ ქიმიოთერაპიით, ანტიბიოტიკებით სიმსივნეების წინააღმდეგ ვაჩერებთ, ვანადგურებთ ატიპიურ უჯრედებს.

ამ უჯრედებს რეცეპტორები აქვს და წარმოიდგინეთ, რაც ყველაზე პირველად შემოვიდა, ქირურგიის გარდა, ეს იყო ენდოკრინული თერაპია. დაკვირვებებით აღმოაჩინეს, რომ საკვერცხეების გათიშვით შეიძლება გავაჩეროთ ძუძუს სიმსივნე. ამის შემდეგ იწყება დამიზნებითი თერაპია, თუ ქიმიოთერაპია არის სისტემური და აბსოლუტურად არანაირი სამიზნე არა აქვს, გარდა სწრაფად მზარდი და გამრავლებადი უჯრედებისა, აქ უკვე რეცეპტორები როცა გაქვს, ენდოკრინოლოგიური თერაპია ირთვება. რამდენიმე ტიპია, რომელიც  წესით რომ უნდა პასუხობდეს ეს უჯრედი, აღმოჩნდა რომ ამის რეზისტენტობა ვითარდება, ანუ აღარ რეაგირებს. აქ იწყება მერე იმუნური თერაპია და იმუნოლოგიის ჩართვა, თუ რამ გამოიწვია ამ წამლისმიერი შეჩვევა. ენდოკრინულ თერაპიას დაემატა ახალი მოლეკულური მარკერების საფუძველზე შექმნილი ვარიანტები. ამ გზით რაღაც პროცესებს ვაჩერებთ, რომელიც სიმსივნის ზრდას უწყობს ხელს. ამის შემდეგ მოდის დამიზნებითი თერაპია, ანუ ჩვენ გვაქვს სამიზნე და ყველაზე ცნობილი რეცეპტორი. ასევე უამრავი სხვა რეცეპტორებია. მე ეს საკითხი, განსაკუთრებით მაინტერესებდა.

- რა სახის პრეპარატებია ყველაზე ეფექტური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ?

90 -იან წლებში, როცა წამლების დეფიციტი იყო, ძალიან იაფი წამლებით ვახერხებდი ძალიან ეფექტურ მკურნალობას, რომლებიც დღეს აღარ გამოიყენება. ამ ეტაპზე მეცნიერება ისევ დაუბრუნდა, იმ დროს ქიმიოთერაპიის ბუმი იყო და არ იყო ამის დრო. ახლა, ძალიან იაფი წამლების შედარება დაიწყეს, ძვირად ღირებულ წამლებთან, რადგან იმ თაობას ონკოლოგებს, ეს უკვე ნანახი და გამოცდილი აქვს. ეს საკითხი დაიძრა და გვაქვს ინფორმაცია, რომ მკურნალობა, საერთასორისო დონის კვლევებზეა დამყარებული და ამ კვლევების საფუძველზე. სტატისტიკურად კი, მერე ვარჩევთ საუკეთესო ვარიანტებს. ამიტომ ვამბობ, რომ ენდოკრინული თერაპია რჩება ყველაზე დაბალი, დაახლოებით 40% -ით შეგვიძლია შევამციროთ და პროგრესირების შანსი შევზღუდოთ. ანუ, თითქმის ნახევრად შეგვიძლია გავაუმჯობესოთ შედეგები. ასევე 40%-იანი შედეგია, იმუნოთერაპიის გამოყენება, რომელიც 10-15 წლით ახანგრძლივებს სიცოცხლეს, 2-3 წელია, რაც საქართველოში დაფინანსდა. 

 - როგორც ვიცი საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდით და რას გვეტყოდით ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის შედეგებზე?

გამიმართლა, რომ საქართველოდან ნოტინჰემში წავედი. სწორედ, აქ გაიმარჯვა ჩემმა თემამ. შემდეგ, საქართველოში მომიწია დაბრუნება და ამიტომ ვეღარ გავაგრძელე. 2010 წელს, უკვე ახალი მიმართულებით წავედი. ეს იყო ადრეული დიაგნოსტიკა, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის კონკურსში გავიმარჯვე. საქართველოდან ერთადერთი ვარ, ვინც ამ კონკურსზე გაიმარჯვა. ნოტინგემის უნივერსიტეტში ტარდებოდა კვლევა - ავტოიმუნური სისტემის როლი ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაში. აღმოჩნდა, რომ თუ ძუძუს კიბოს ადრე აღმოვაჩენთ, საწყის სტადიაზე, ჩვენ ნაკლები მკურნალობა გვჭირდება და შედეგი არის თითქმის 90-95%. პრობლემა არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლიდან სკრინინგი, საქართველოში უფასოა, ხალხი მაინც ვერ დადის, ან არ იციან.

- რისთვის არის აუცილებელი სკრინინგის დროული გამოყენება?

სტატისტიკით აღმოჩნდა, რომ მიუხედავად რეკლამებისა, მოსახლეობის 40% კი არ მივიდა კვლევაზე. თუმცა ბოლო წლებში, შედარებით გაუმჯობესდა, თუ ადრე კობოს მესამე სტადიის დადგენა მოსახლეობის 70%-ს აღწევდა, ეხლა უკვე იგივე რაოდენობა, პირველი სტადიის პაციენტებშია. სკრინინგის დახმარებით,  ძალიან ადრე ვიჭერთ უკვე სიმსივნეს. სკრინინგს, უარყოფითი მხარეებიც აქვს, არის უარყოფითი სიმსივნეებიც, რომელიც შეიძლება ვერ ვიპოვნოთ, ან ახალგაზრდა ასაკის პაციენტები, რადგან 40 წლამდე ასაკში, სკრინინგი არ კეთდება.

 - სკრინინგის გარდა, ძუძუს კიბოს დადგენის სხვა მეთოდები არ არსებობს? 

ჩემი სურვილია, რომ ონკოლოგიაში ისეთი მეთოდიკა დავნერგოთ, რომ სისხლის ანალიზით შეგვეძლოს კიბოს დიაგნოსტირება. ჩემი თემა იყო იმუნოფერმენტული კვლევები, სისხლის ანალიზში ცვლილებები ხდება და ეს ძირითადი მარკერები რომ გვეპოვნა, რაც 60%-ში ვიპოვნით. მაგრამ ეს უნდა იყოს 80-90%, მაღალი სენსიტიურობა და მაღალი სარწმუნოება უნდა ქონდეს ამ მარკერს, ჩვენ რომ პაციენტს ვუთხრათ, რომ ამ ეტაპზე კიბო არ არის მაგრამ ძუძუს კიბო დაწყებულია. 

 - ამ სახის კვლევა რა შედეგებს გვაძლევს?

ამ სახით რომ აღმოვაჩენთ კიბოს, უკვე შესაძლებელია ადრეული პროფილაქტიკა. არის წამლები, იგივე ჰორმონოთერაპია, როლის საშუალებით შეგიძლია გაანახევრო სიმსივნის გავრცელების შანსი. ამით, ძალიან მაღალ შედგებს ვაღწევთ. ადრეულ სტადიაში, უკვე აღარ იქნება საჭირო იმუნოთერაპია, ძუძუს მოკვეთა - უამრავი პლიუსები აქვს ამ სახის კვლევას. ინგლისელმა მეცნიერებმა, ფილტვის კიბოს მკურნალობაზე, მაღალ შედეგბს მიაღწიეს, მაგრამ აზრი? ფილტვს ხომ ვერ მოჭრი, მაგრამ შედეგები გააუმჯობესეს. ეხლა აქცენტი კეთდება ძუძუზე, რომელიც მთელ მეცნიერები ამახვილებენ ყურადღებას.

 - რა შედეგებია ძუძუს კიბოს მკურნალობაში?

ძუძუს კიბო, ადვილად გამოვლინებადია, ხშირია, მაგრამ რაც მთავარია ემორჩილება ყველა სახის მკურნალობას. ის, რაც ონკოლოგიაში ხდება, ყველაფერი ძუძუს კიბოთი იწყება. ამიტომ როგორც სამეცნიერო მოდელი, არის იდეალური. ამიტომაც არის, რომ პირველი აღმოჩენა, ხდება ძუძუში. 

 - რა სიმპტომებია და რა ეტაპზეა დაგვიანებული მკურნალობა?

რაც შეეხება სიმპტომებს, როცა თვითონ პაციენტი ხედავს, ის უკვე საკმაოდ დაგვიანებული ფორმაა. ამ დროს,იცვლება კანის დეფორმაცია, ჩნდება კვანძი, სისხლიანი გამონადენია. ეს უკვე ნიშნავს, რომ მკურნალობა დაგვიანებულია, ამიტომ არსებობს სკრინინგი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეიძლება ნულოვანი სტადია აღმოვაჩინოთ. ძუზუს სიმსივნე, ძალიან ადვილად განკურნებადია. მეოთხე სდადიებიც კი, შეგვიძლია წლები ვმართოდ. 

- როგორც აღნიშნავენ მკურნალობა, საკმაოდ ძვირი ჯდება და რას ურჩევდით პაციენტებს? 

რეალურად, კიბოს მკურნალობა, მაინც ფარმაცევტულ კომპანიებამდე მიდის. მათ უნდა შექმნან პროდუქტი, დააფინანსონ კველევა. ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ჯდება. შეიძლება ერთი კვლევა, კომპანიების მხიდან 15 მილიონამდე დაჯდეს, რასაც შემდეგ პაციენტი ან სადაზღვევო  იხდის. ადრე თუ იყო მაგალითად 100 დოლარი, ეხლა 1000 დოლარი გახდა. სამწუხაროა, რომ ახალი ტექნოლოგიები, საქართველოში გვიან აღწევს. არსებობს პრეპარატები, რომლებიც 5-დან 10 000 დოლარამდე აღწევს. რისი მოხმარებაც პაციენტს, შეიძლება წლების განმავლობაში დასჭირდეს. სხვა გამოსავალი უნდა ვიპოვნოთ.  

 - რა სიხშირით იყენებთ ქიმოითერაპიას ონკოპაციენტებში?

ქიმიოთერაპია, 70 წლამდე ასაკის პაციენტებში, უკვე კითხვის ქვეშ დავაყენეთ, როცა ადრე ეს აუცილებელად მიგვაჩნდა. ვცდილობთ, რომ შევამციროთ ქიმიოთერაპიის დანიშვნა, რადგან ნაკლები ტრამვა მიიღოს პაციენტმა. ვცდილობ, რომ ქიმიოთერაპია ჩავანაცვლო დამიზნებითი თერაპიით. მეცნიერული აზრია, რომ „როცა გაქვს სამიზნე, რატომ უნდა ესროლო ქვემეხი“. გადაწყვეტილებას გუნდი უნდა იღებდეს, რასაც მულტიდარგობრივი ჯგუფი ჰქვია. მაგალითად ქირურგი, ონკოლოგი, თერეპევტი და ფსიქოლოგიც კი აუცილებლად უნდა იღებდეს მონაწილეობას.  საქართველოში, არავინ არ დააფინანსებს ამ მომსახურებას, თორემ ამ დაავადების დროს, ფსიქოლოგიც აუცილებლად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ონკოფსიქოლოგია, ცალკე დარგია, რომელიც ამ მკურნალობის დროს, აუცილებლად იღებს მონაწილეობას. 

- რა ფაქტორები ახდენს გავლენას კიბოს განვითარებაზე და როგორ ავიცილოთ თავიდან?

არსებობს სხვადასხვა მუტაციები, რომლებიც განსაზღვრავს საკვერცხის და ძუძუს კიბოს განვითარების შესაძლებლობას. სწორედ, სხვადასხვა მუტაციები განსაზღვრავს კიბოს გაჩენის წინასწარ განწყობას. საუბარია, ძუძუს კიბოს პაციენტების 15-20 %-ზე. წინასწარ განსაზღვრულია, რომ კიბო უნდა გაჩნდეს. ეს არის ოჯახური ფაქტორი - დედა, დეიდა, ბებია, მამიდა. ამას ყველაფერს ვაგროვებთ და პროგრამა გვეუბნება, რომ ამ ქალს აქვს მაღალი რისკი, რა დროსაც ხდება პროფილაქტიკის მიზნით მკურნალობა. არის შემთხვევები, როდესაც მუტაცია შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ კიბო არ გაუჩნდეს.

კიბოს განვითარების ძირითადი ფაქტორებია - რადიაციული ფონი, ჩანაცვლებითი თერაპია, არასწორი კვება, აბორტი, რომლის დროსაც კიბოს გაჩენის მეტი შანსია. ვცდილობთ, რომ დროული დიაგნოსტიკით, ქალების 15% მაინც გადავარჩინოთ და თავიდან ავაცილოთ კიბოს დიაგნოზი. 

ავტორი: რუსა ღვანიძე