ვაშაძე - მცხეთაში  მშვიდობიანი მსვლელობა გვექნება

08:51 12-03-2019
53

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს მცხეთაში აქტივისტები მშვიდობიან მსვლელობას გამართავენ.

მისივე თქმით, მსვლელობა 14:30 საათზე დაიწყება და ძალადობას მშვიდობიანი პროტესტით უპასუხებენ.

ცნობისთვის, გუშინ მცხეთაში აქციაზე, სადაც მოძრაობა „გაბედეს“ წევრებსა და მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, 7 ადამიანი დააკავეს. 2 მომიტინგე კი, დაშავდა.