გიგა მაქარაშვილმა გორის საპატიმრო დაწესებულება დატოვა

09:38 12-01-2019
444

აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა წუხელ გორის საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ის 18 ნოემბერს პარლამენტის პიკეტის დაშლისას დააკავეს და მოსამართლე, ვალერიან ფილიშვილმა 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მისი პატიმრობის ვადა წუხელ ამოიწურა. „გამოვედი, თავისუფალი ვარ“, - დაწერა მაქარაშვილმა საკუთარ ფეისბუკზე.

აქტივისტები და მხარდამჭერები მაქარაშვილს საქართველოს ჰიმნითა და სიმღერით „თავისუფლება ლომთა ხვედრია“ დახვდნენ.