ხომ გახსოვთ ინაშვილი, რომ მაკკეინის ფორუმზე მივარდა, იგივე სცენარს ელოდებოდნენ - გია ვოლსკი

21:45 11-30-2019
38

ხომ გახსოვთ ინაშვილი, რომ მაკკეინის ფორუმზე მივარდა, იგივე სცენარს ელოდებოდნენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ამ განცხადებით გია ვოლსკი „სირცხვილიას“ წევრების განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ბილტმორში“ გამართულ შეხვედრაზე ირმა ინაშვილს არაფერი ესაქმებოდა.

„ეს იყო საპარლამენტო ფორმატი პლიუს თავმჯდომარეები. ირმა ინაშვილი არის ვიცე სპიკერი და საპარლამენტო ოპოზიციაა და ის იყო წარმომადგენელი. ნინო ბურჯანაძე, ბოკერია, ინაშვილი, ეს არანაირად არ უნდა იყოს დაზრახული. მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გახსოვთ ინაშვილი მაკკეინის ფორუმზე მივარდა, მე რატომ არ დამიძახეთო, მგონია იგივე სცენარს ელოდებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები“ - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ბილტმორში“ დღეს ოპოზიციას და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.