სამტრედიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

17:50 11-30-2019
188

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე კაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები სოფელ საჯავახოში მდინარეში მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, დაკარგულის ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.