ხელისუფლების პოლიტიკურ „წვალებას“ გავაგრძელებთ - გიგა ბოკერია

16:13 11-30-2019
51

პროტესტი გაგრძელდება, სანამ შედეგი არ იქნება, სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმასაც, რასაც ივანიშვილი და მისი გუნდი დაპირდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ  დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადა.

მისივე თქმით, ისინი საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით დიალოგის გაგრძელების მომხრეები არიან.

„პროტესტი გაგრძელდება, სანამ შედეგი არ იქნება და საზოგადოება არ მიიღებს იმას, რასაც ივანიშვილი და მისი გუნდი დაპირდა. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით დიალოგის გაგრძელების მომხრეები ვართ. რბილად, რომ ვთქვა ფორმატი უცნაურია. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. წვალობენ საშინლად, მაგრამ  იმსახურებენ ამას და ჩვენ გავაგრძელებთ მათ პოლიტიკურ „წვალებას“. პროტესტით გარეთ და დიალოგით შიგნით. მანამდე სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა,“ - აცხადებს ბოკერია. 

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ბილტმორში“ დღეს ოპოზიციას და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.