VIDEO: გიგა მაქარაშვილი და მასთან ერთად დაკავებული აქტივისტები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

00:54 11-20-2019
185

სისტემა მალე დაინგრევა - ამ სიტყვებით საზოგადოებას სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა მიმართა.

„სისტემა მალე დაინგრევა. პოლიციამ სულ სამი ფაილი მოიტანა, სადაც ფაქტობრივად კანონდარღვევა ასახული არ იყო. როგორც დღეს გავიმარჯვეთ, ისე დავიბრუნებთ პროპორციულ არჩევნებსაც, საქართველოს გაუმარჯოს. ბრალდების მხარემ მტკიცებულებად „პრაიმტაიმის“ მიერ გადაღებული ვიდეოკადრები წარადგინა. სიუჟეტში ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი აცხადებდა, რომ პოლიციამ გიგა მაქარაშვილი დააკავა, -თქვა მაქარაშვილმა.

მათ სასამართლოს ეზოში შეკრებილი გულშემატკივრები და თანამოაზრეები ოვაციებით შეხვდნენ.

მაქარაშვილის გარდა, სასამართლოდან მასთან ერთად დაკავებული 6 პირი გათავისუფლდა. ხვალ დილიდან განახლდება მათი პროცესი.