აქციიდან საავადმყოფოში ორი აქტივისტი გადაიყვანეს

18:04 11-18-2019
102

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა. ერთ-ერთი დემონსტრანტი კი შეუძლოდ გახდა. პირველადი დახმარება მას ადგილზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს.

ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან ათავისუფლებს. მერიის დასუფთავების სამსახური კი ტერიტორიას ასუფთავებს.

სპეცრაზმმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. პარალელურად აკავებენ აქტივისტებს. სპეცრაზმელებმა ქვეყნის მთავარი გამზირი დაიკავეს.

როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაახლოებით, 20-მდე აქტივისტია დაკავებული.

პარალელურად, შსს-ს წარმომადგენლები აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს გაათავისუფლონ ტერიტორია და დაემორჩილონ პოლიციას.