დააკავეს გიგა მაქარაშვილი და სხვა აქტივისტები

17:24 11-18-2019
349

სპეცრაზმმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. პარალელურად აკავებენ აქტივისტებს.

როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაახლოებით, 20-მდე აქტივისტია დაკავებული.

ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები.

აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს გაათავისუფლონ ტერიტორია და დაემორჩილონ პოლიციას.