სიმბოლო ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის... - რას წერს ქეთევან ციხელაშვილი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმზე

18:04 11-17-2019
21

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე წერს.

„ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი - ჩემი დიდი პატივისცემა მას“ 

ბოლო ინფორმაციით, რამდენიმე დღეში უნდა მოხერხდეს მისი გათავისუფლება.

ჩვენი ამოცანაა, რომ ეს „რამდენიმე დღე“ იყოს რაც შეიძლება მალე! და ბატონი ვაჟა დაუბრუნდეს მის არაჩვეულებრივ ოჯახს, ქალბატონ თამილას და ქალიშვილებს, ასევე მის მაღალ პროფესიულ საქმიანობას, ჰიპოკრატეს ფიცის, ადამიანურობის, ღირსების და გამორჩეული მოქალაქეობრივი პრინციპების ერთგულებით, რითაც არაერთ პაციენტს უმკურნალა ამ წლების განმავლობაში, მათ შორის ოსსა და აფხაზს.

დღეს და წლებია ოკუპაციის და საოკუპაციო პოლიტიკის გამო მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ათასობით ადამიანი, დევნილები, მავთულხლართებს პირას მცხოვრებნი თუ მავთუხლართებს მიღმა იზოლირებულნი.

დღეს ვაჟა ექიმი არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის და მასთან გამკლავების აუცილებლობის!