დღეს არსად შეჭრა არ იგეგმება - მიშა მშვილდაძე

14:50 11-17-2019
281

ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა მშვილდაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თქვა, რომ დღეს არსად შეჭრა არ იგეგმება.

„ჩვენ აქ 100 დღე გავატარეთ და ყველას დავანახეთ, რომ მაგისთვის არ ვიდექით. უფრო მნიშნველოვანია, როგორ უნდა მოვიშოროთ მონსტრი, რომელიც თავზე დაგვაჯდა. დაუმორჩილებლობა არის ჩვენი გეგმა, არ დავემორჩილებით არაფერში, მაგრამ დავრჩებით კანონის ფარგლებში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა ვერ შეძლოს საკუთარი საქმიანობის გაგრძელება დამთავრებულია მათი ლეგიტიმაცია. არ მივცემთ უფლებას, რომ სტრუქტურებმა ისე გააგრძელონ მუშაობა, ვითომ არაფერი მოხდა“,- განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

დღეს, რუსთაველის გამზირზე 15:00 საათიდან, პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას მართავენ.

ამასთან, 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება” და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს.