11 წლის ბიჭი, რომელიც ბრიტანულ რეკლამაში გადაიღეს, ჩცდ-შიც მიიწვიეს - რატომ არ მივიდა გუგა გადაღებებზე (ვიდეო)

18:24 11-15-2019
344

პრემიუმ ხარისხის რძის პროდუქტების მწარმოებელი დანიური ბრენდის​ Arla სარეკლამო რგოლში (ბრიტანელებმა გადაიღეს) ქართველი ბავშვი გადაიღეს. 11 წლის გუგა მამფორია ჩხოროწყუს, რამინ დიხამინჯიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა. გუგა გადამღებ ჯგუფს არდადეგების დროს თბილისში შემთხვევით შეხვდა. რეკლამა საზღვარგარეთ, ტელევიზიებში გადის.

გუგას მამა გრიგოლ მამფორია „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ გუგას მთავარი გატაცება მაინც ფეხბურთია, თუმცა დასძენს, რომ ეს მისი გადასაწყვეტია. 

„გუგა გარეგნულადაც და ხასიათითაც განსაკუთრებულია, არავის ჰგავს. მას ასევე ჰქონდა მოწვევა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, თუმცა თამაში ჰქონდა ლიტვაში და ვერ მოახერხა მისვლა, ვფიქრობ უფრო ფეხბურთს გაყვება“, - გვითხრა მან. 

ავტორი: თეა შონია