ავსტრალიაში ტყის ხანძარმა რეკორდულ მასშტაბს მიაღწია - ფოტოები

13:12 11-08-2019

ავსტრალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში უპრეცედენტო რაოდენობის ხანძარი მძვინვარებს, რომელიც ემუქრება ახალი სამხრეთ უელსის შტატს. ამის შესახებ BBC წერს.

ამ კვირაში მთელი შტატის მასშტაბით 90-მდე ხანძრის კერა იყო.  მეხანძრეები ამბობენ, რომ  სტიქიის გაუნებელყოფაში ხელს მეტეოროლოგიური პირობები უშლით. რეგიონში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 35 გრადუს ცელსიუსს უტოლდება. 

ვრცელდება ასევე ინფორმაცია ასობით კოალას დაღუპვის შესახებ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ავსტრალიისთვის ეს ეროვნული დონის ტრაგედიაა.