ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პროექტის ,,იდებატე!'' შემოდგომის სეზონის შესარჩევი ტურნირი გაიმართა

14:55 11-06-2019

ახალგაზრდა საგანმანათლებლო ორგანიზაციის „საქართველოს მომავლის აკადემიის“ მხარდაჭერით 1 და 2 ნოემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა პროექტის ,,იდებატე!'' შემოდგომის სეზონის შესარჩევი ტურნირი. აღნიშნულ პროექტში აკადემია 2017 წლიდან აქტიურად და წარმატებით არის ჩართული. 2018 წლის შემოდგომის სეზონის გამარჯვებული ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი სერგო ფიდიური იყო, რომელიც პროექტის ფარგლებში ესტონეთში იმყოფებოდა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები და მონაწილე გუნდები ორი დღის განმავლობაში დებატების წარმოების ხელოვნებას ეუფლებოდნენ. მათ განიხილეს ბრიტანული საპარლამენტო დებატების სტრუქტურა და სპეციფიკა. პროექტის მიმდინარეობა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იყო, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. მომდევნო ტურნირზე აკადემიიდან სამი გამარჯვებული გუნდი მიიღებს მონაწილეობას