ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო კაპელანებს შეხვდა

13:55 11-01-2019
13

თელავში, მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოძღვრების ყოველწლიურ შეკრებას დაესწრო. შეხვედრაზე კაპელანებმა მინისტრს საკუთარი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ ჯარისკაცებზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა, სამხედრო კაპელანებთან ერთად, ბრიგადის ტერიტორიაზე, ექვსი ათას მოწამე გარეჯელ ბერთა სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაათვალიერა. თავდაცვის ძალებში 35 სამხედრო მოძღვარი მსახურობს. მათგან ერთი, როტაციის წესით ქართულ სამხედრო კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება.

სამხედრო კაპელანების ძირითადი ფუნქცია პირადი შემადგენლობის მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნვაა. მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე, სამხედრო მოძღვრების შეკრებას თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

width=570

width=570

width=570