შოკისმომგვრელი განცხადება სინოდის სხდომის შემდეგ - რა ხდებოდა საპატრიარქოსთან (ვიდეო)

14:56 10-31-2019
10

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. ყოფილი მეუფის, პეტრე ცაავას მწვავე განცხადებების მიუხედავად, არცერთ სასულიერო პირს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მათ საპატრიარქოს შენობა ავტომობილებით დატოვეს.

სინოდის სხდომიდან ყველაზე პირველი პეტრე  ცაავა გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.  

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“,– აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.

მეუფე პეტრემ ასევე თქვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.