კამერამ ოფიციანტის ზურგს უკან პატარა გოგონას „აჩრდილი“ აღბეჭდა - ვიდეო ვირუსულად გავრცელდა

01:12 10-31-2019
2901

მენეჯერის 32 წლის თანაშემწემ, ლი სმიტმა იორკიდან გადაწყვიტა ენახა კამერის ჩანაწერები და რაც ნახა, ამან უფრო მეტად შეაშინა, ვიდრე გოგონა, რომელიც კამერაზე ჩანდა და იმ მომენტში დარბაზში მუშაობდა.

იმ დღეს ლი პაბის ფახსნისთვის ემზადებოდა და შემთხვევით შეხედა მონიტორს. მთავარ დარბაზში ოფიციანტი მოლი ამოწმებდა, რიგზე იყო თუ არა ყველაფერი. მოლის უკან ლიმ უცნაური სილუეტი შენიშნა. ფიგურა ბართან გასასვლელში გამოჩნდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოლი ვერაფერს ამჩნევდა.

ლიმ მას დაუძახა და ჩანაწერი აჩვენა. მოლი გამოტყდა, რომ რაღაც იგრძნო ზურგსუკან, მაგრამ ივარაუდა, რომ დარბაზში ლი შემოვიდა.

ადრე იქ მომუშავე სხვა ადამიანებიც ყვებოდნენ, რომ საეჭვო ფიგურებს ხედავდნენ და უცნაური საუბრები ესმოდათ, - წერს Lad Bible.

ლი დარწმუნებულია, რომ ეს პატარა გოგოს აჩრდილი იყო. ამაში ის უფრო მეტად რწმუნდება, რადგან ჰელოუინია, როცა მიწიერ და იმქვეყნიურ სამყაროს შორის ზღვარი იშლება.

ქსელის მომხმარებლები მომხდარს ეჭვით უყურებენ და ფიქრობენ, რომ ეს ფანჯრის ჩრდილია, ან ობობას ქსელი კამერის მახლობლად.