პარიზის მეტროში უბილეთო მგზავრი კონდუქტორებს გაექცა და რელსებში ჩახტა (ვიდეო)

00:23 10-31-2019
307

პარიზის მეტროს მგზავრმა, რომელიც „მირომენილის“ სადგურზე მატარებელს ელოდა, თვალებს არ დაუჯერა, როდესაც დაინახა, რომ რელსებზე ადამიანი მირბოდა, რომელსაც მეტროს საფასური ბილეთი არ ჰქონდა. 

მეტროს რელსები ყველა ადამიანისთვის საშიშია. ნებისმიერს, ვინც გადახტება ან ჩავარდება პლატფორმიდან, შეიძლება ელექტრონულმა ძაბვამ 750 ვოლტით დაარტყას. 

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გადატვირთულ მეცხრე ხაზზე ნახევარი საათით შეაჩერეს მატარებლების მოძრაობა, ხოლო 6 სადგურზე საერთოდ ელექტროენერგია გათიშეს.

უბილეთო მგზავრი გვირაბისკენ გარბოდა, ხოლო კონდუქტორები პლატფორმაზე მისდევდნენ. მამაკაცი დააკავეს, თუმცა დასჯის რა მეთოდი გამოიყენეს მასზე უცნობია. 

პარიზში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 50 ევროა. ვიდეო, რომელიც ინციდენტს ასახავს ინტერნეტში გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს.