რატომ გახდა საქართველო Fox News-ის და Russia Today-ის რედაქტორების განხილვის თემა

22:42 10-30-2019

რუსული პროპაგანდისტული ტელეარხის Russia Today-ს (RT) მთავარი რედაქტორი ჰყვება, რომ 2007 წელს, ამერიკული ტელეკომპანიის Fox News-ის ვიცე-პრეზიდენტთან საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი. 

სიმონიანმა ეს შეხვედრა მას შემდეგ გაიხსენა, რაც მას დასავლურ მედიასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. RT-ს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამერიკული მედია დავალებებს იღებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მათ სარედაქციო პოლიტიკასაც ისინი აკონტროლებენ. 

ამის დასამტკიცებლად მან 12 წლის წინანდელი შეხვედრა გაიხსენა, სადაც ჰყვება, რომ Fox News-ის ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რატომ არ აშუქებენ იმ აქციებს და მიტინგებს, რომელიც საქართველოში ხდება. 

„Fox News-ის ვიცე-პრეზიდენტთან მქონდა საუბარი ზუსტად მახსოვს 12 წლის წინ, 2007 წელს.

მაშინ იყო პროტესტები მიანმარში და ამავე დროს იყო საშინელი პროტესტები თბილისში. სააკაშვილმა რომელმაც აკუსტიკური თოფებით დაშალა მიტინგი, ათასობით ადამიანი გამოვიდა. „სურათი“ იყო გადასარევი.

Fox News-ი იწყებდა და ამთავრებდა საერთოდ ყველაფერს ამ მიანმარის პროტესტებით, ხოლო საქართველოს პროტესტებზე, სპეციალურად დავაკვირდით, არც ერთი სიტყვა არ დაწერილა, ნახევარი სიტყვაც. მე მას ვკითხე ამიხსენით, მიანმარზე ამდენს წერთ და საქართველოს პროტესტზე არ ლაპარაკობთ, ნახეთ რა საოცრებები ხდება თქვენ კადრს არ აჩვენებთ - why? რაზეც მპასუხობს: მიანმარის პროტესტები ძალიან აინტერესებს ჩვენს აუდიტორიას, ხოლო პროტესტი საქართველოში არა. რომ ვკითხე ამას როგორ ხვდებით, მიპასუხა - იმიტომ რომ მიანმარის პროტესტებზე სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოთქვა აზრი, ხოლო საქართველოს პროტესტზე არა, ესე იგი ეს, უნდა იყოს საინტერესო ჩვენი აუდიტორიისთვის“, - ჰყვება სიმონიანი. 

Russia Today-ს, იგივე RT-ს დასავლურ ქვეყნებში პროპაგანდისტულ ტელეარხად მოიხსენიებენ, რომელიც ხშირად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას. ის არაერთხელ მომხდარა სანქციების ქვეშ სიცრუის და „სიძულვილის ენის“ გაღვივებისათვის.