თელავში სამოთახიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

15:21 10-30-2019

თელავში სამოთახიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მარტოხელა მამაკაცმა სახლს ხანძარი თავად წაუკიდა. ბინის მეპატრონემ სახლიდან გამოსვლა მოასწრო. დამწვარია სახლში არსებული ავეჯი და ტექნიკა.

თავად სახლის მფლობელი ყვება, რომ ჩაეძინა და ცეცხლი საწოლზე ანთებული სიგარეტიდან გადავიდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟებმა ცეცხლის დროული ლოკალიზება მოახერხეს. ხანძრის სხვა სახლებზე გადასვლის საშიშროება აღარ არსებობს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი