„სამეფო კარის თამაშების“ ახალი სატელევიზიო სერიალი HBO-მ დაამტკიცა

13:01 10-30-2019

საკაბელო არხმა HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ ე.წ. პრიქველის გადაღებები დაამტკიცა.

ახალი სატელევიზიო სერიალი ტარგარიანების სახლის ისტორიას მოგვითხრობს. სიუჟეტი „სამეფო კარის თამაშებში“ ასახულ მოვლენებამდე 300 წლით ადრე ხდება.

ახალ სერიალს House of the Dragon ანუ დრაკონის სახლი ერქმევა. შოუს თანაპროდიუსერია სამეფო კარის თამაშების ავტორი ჯორჯ მარტინი, მასთან ითანამშრომლებენ რაიან კონდალი და მიგელ საპოჩნიკი. ეს უკანასკნელი საპილოტე ეპიზოდისა და შემდგომი სერიების რეჟისორი იქნება. კონდალი კი სცენარს დაწერს.



ავტორი: მარიამ გიგანი