აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ სომხების გენოციდი აღიარა

11:51 10-30-2019

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ისინი მეოცე საუკუნის დასაწყისში თურქების მხრიდან სომხების გენოციდს აღიარებენ. რეზოლუციას მხარი კონგრესის 405-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

რეზოლუცია ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში სომხების მასობრივ მკვლელობას აღიარებს. იმ პერიოდში დაახლოებით 1,5 მილიონი სომეხი დაიღუპა.

აქამდე ამერიკელ კანონმდებლებს სომხების გენოციდის ამღიარებელი რეზოლუციის მიღება არაერთხელ უცდიათ, თუმცა უშედეგოდ. თურქეთი თავის მხრივ სომხების მასობრივ მკვლელობას არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს ოსმალეთის იმპერიის დაშლით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევები იყო.