ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ხაზარაძე ოპოზიციას პოსტებს გაუნაწილებს

23:04 10-29-2019
43

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რაღაც პოსტებს ოპოზიციას გაუნაწილეს. მან ამის შესახებ „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

ოპოზიციისთვის გასანაწილებელ ერთ-ერთ პოსტად „ლელოს“ ლიდერმა აუდიტის სამსახური დაასახელა.

„ჩვენ ხომ ჩვენი თავისთვის არ მოვდივართ, ჩვენ მოვდივართ ჩვენი ქვეყნისთვის. რაც უფრო გამჭვირვალე, რაც უფრო კრიტიკული იქნება, ჯანსაღ ოპოზიციაზე ვსაუბრობ... ნებისმიერი ჯანსაღი ოპოზიციონერი, რომელსაც უყვარს ქვეყანა და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ქვეყანაში საქმე გამოსწორდეს“, - განაცხადა ხაზარაძემ.