წინასწარ იყო განსაზღვრული, თუ რა ინფორმაცია უნდა წაშლილიყო ტელევიზიაში - „იმედის“ IT სპეციალისტები

15:28 10-29-2019
26

წინასწარი მონაცემებით, ეს იყო პარალიზებისკენ მიმართული ვირუსული თავდასხმა,-ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ IT სპეციალისტები აცხადებენ.

მათივე თქმით, ამ დროისთვის მათ შეძლეს წაშლილი ფაილების უმრავლესობის აღდგენა, თუმცა ტელეკომპანიები „იმედი“, „მაესტრო“ და GDS-ი ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მათივე თქმით, აღმოჩენილია ფაილები, რომლითაც დგინდება, რომ წინასწარ იყო განსაზღვრული, თუ რა ინფორმაცია უნდა წაშლილიყო ტელევიზიაში.

ქართულ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

 

უწყებაში ამბობენ, რომ შესაძლოა კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე რომელიმე უცხო ქვეყნიდან.