რა რისკებს შეიცავს შილაკისა და გელ-მანიკურის ხშირი გამოყენება

19:27 10-19-2019
305

თითქმის ყველა ქალისთვის და არამარტო ქალისთვის, ფრჩხილის მოვლა რუტინული პროცედურაა. შილაკისა და გელ-მანიკურის გამოყენება კი მათთვის ძალიან კომფორტულია.

უპირატესობა ჩვეულებრივ მანიკურთან შედარებით ისაა, რომ ადვილად შრება და ასევე, ეფექტი დიდ ხანს ნარჩუნდება. სწორედ ამის გამო შილაკის კეთების პროცედურა საკმაოდ პოპულარულია.

ეს პროცედურები ერთი შეხედვით უსაფრთხოდ გამოიყურება, მაგრამ ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მიუხედავად ამისა, შესაძლოა არსებობდეს ფარული საშიშროებები, რომლებიც შილაკისა და გელ-მანიკურის გამოყენებასთან არის დაკავშირებული.

„როგორც ვიცით, ულტრაისფერი სხივები აჩქარებს დაბერების პროცესს და ცნობილია, რომ იწვევს კიბოს. შილაკთან და გელ-მანიკურთან დაკავშირებით კი რისკი ეხება სწორედ მისი გაშრობის პროცესს. ასევე აკრილი შეიცავს ქიმიური ნივთიერებას – MMA, ეს კი იწვევს სიმსივნეს. შესაბამისად, თუ თქვენ იკეთებთ აკრილით ფრჩხილებს, თქვენ წამლავთ თქვენს ორგანიზმს კარცენოგებით“, - ამბობს დაიანა ადამსი, ექსპერტი ესთეტიკის სფეროში.

ექიმი იმასაც აღნიშნავს, რომ ულტრაისფერი სხივები სახისთვის, ხელებისთვის და ზოგადად მთელი სხეულისთვის საზიანოა. ისევე როგორც შილაკს გელ-მანიკურსაც სჭირდება ულტრაისფერი შუქი გასაშრობად. წარმოიდგინეთ, რომ იგივე დასხივებას იღებს ორგანიზმი, როგორსაც სოლარიუმში ყოფნის დროს.

ექიმები გვირჩევენ, რომ უსაფრთხოების მთავარი გასაღები, პირველ რიგში, მოხმარების შეზღუდვა და ულტრაისფერი სხივების თავიდან აცილებაა. მაგრამ თუ ვერ ამბობთ უარს შილაკსა და გელ-მანიკურებზე გამოიყენეთ ულტრაისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებები.

წყარო: fortuna.ge