რუხში დღეს ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

15:51 10-19-2019
72
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, დღეს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ „ხაჭაპურის ფესტივალი" ჩატარდება. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კულინარიული კონკურსები, მასტერკლასები და მეგრული სამზარეულოს შესახებ წიგნის პრეზენტაციები.

გარდა ამისა, აქ მოსულ სტუმრებს 3-მეტრიანი გებჟალიის და 4-მეტრიანი ხაჭაპურის დამზადების პროცესის ნახვა და დაგემოვნება შეეძლებათ. ფესტივალის ფარგლებში მომზადდება ყველა სახის ხაჭაპური.
ავტორი: თეა შონია