ალექსიძის ქუჩაზე ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს

16:59 10-17-2019
16

საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩა N1-ში ეზოსა და მისასვლელი გზის მოწესრიგება მიმდინარეობს. პროექტის პირველ ეტაპზე, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 310 გრძივი მეტრის სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რაზეც 150 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების ფარგლებში, ეტაპობრივად მზადდება გზის საფუძველი და ასფალტის საფარი იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 5 638 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. აღნიშნულ ეზოში რამდენიმე კორპუსია, სადაც 400-მდე ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და გზის საფარის გამო, პრობლემები ექმნებოდათ. პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ. მიმდინარე საგზაო სამუშაოებს, რომელსაც კომპანია „იბერი“ აწარმოებს, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 245 000 ლარია გამოყოფილი.