მშობლები, რომლებიც შვილებს „სექსუალურად“ აცმევენ, პათოლოგები არიან! - ფილოსოფოსის მიმართვა მშობლებს

14:30 10-17-2019
540

ქალთა უფლებების დამცველი, „ქალთა ინიციატივა თანასწორობისათვის“კავშირის თავმჯდომარე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ლელა გაფრინდაშვილი ზოგიერთ მშობელს, პათოლოგიაზე მიუთითებს და საკუთარ შვილთან მიმართებაში, სოციალურ ქსელში რამდენიმე მნიშვნელოვან და გასათვალისწინებელ რჩევას აძლევს:  

„რამდენიმე აზრი მინდა გამოვთქვა, ზოგიერთი მშობლის პათოლოგიაზე - გადააკეთოს, ან გადმოაკეთოს საკუთარი შვილი, მისი ხშირად დაუკმაყოფილებელი, პათოლოგიური ვნებების მიხედვით.

- თანამედროვე ინტერნეტიზებულ, გლობალიზებულ სამყაროში ბავშვებისთვის (როგორც სუსტი და გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის) უამრავი რისკი არსებობს. ერთ-ერთი რისკი, არის პედოფილია.

- პედოფილი, უმრავლეს შემთხვევაში არის ადამიანი, რომელსაც ბავშვი უპირობოდ ენდობა : ნათესავი, მასწავლებელი, სასულიერო პირი, ექიმი და ა.შ

- მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებს (უმეტესად გოგონებს) მოზრდილი ადამიანების მსგავსად, სექსუალურად აცმევენ, კაზმავენ, ღებავენ - თავადაც პათოლოგები არიან. (ბოდიშს კი ვიხდი ასეთი პირდაპირობისთვის, მაგრამ ეს ასეა და რაც ბევრი გააცნობიერებს ამას, მით უკეთესი მათთვის და მათი შვილებისთვის!!)

- ავადმყოფობას კი მეგობრებო, მკურნალობა სჭირდება, სერიოზული მკურნალობა. ერთ-ერთი უძლიერესი მკურნალი არის განათლება.

- მშობლებისთვის, უნდა არსებობდეს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, რათა მათ, ელემენტარული განათლება მიიღონ ბავშვთა ფიზიოლოგიის, ფსიქლოლოგიის და ასაკობრივი თავისებურების შესახებ.

- მშობლებს, ცალკე უნდა ასწავლიდნენ (ან არსებობდეს სახელმწიფო ან ალტერნატიული) სერვისები, სადაც მათ აუხსნიან, თუ როგორ უნდა გადასცენ სკოლამდელ ან, სასკოლო ასაკის ბავშვებს, ელემენტარული ცოდნა საკუთარი ფიზიოლოგიის შესახებ.

- მშობლებს სჭირდებათ სპეციალური განათლება საიმისოდ, რომ იცოდნენ იმ რისკების შესახებ, რომლებითაც სავსეა თანამედროვე სამყარო და ამის შესახებ, შვილებთან საუბარი შეეძლოთ.

width=600

ფოტო, ინტერნეტში იდო და ამიტომ დავდე, თორემ ამ ფოტოს დადებაც და გავრცელებაც, უკიდურესად არასასურველია. ცოტა ხანი, საილუსტრაციოდ იყოს და შემდეგ წავშლი“ - წერს გაფრინდაშვილი. 

ავტორი: რუსა ღვანიძე