შალაურში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

10:17 10-17-2019
29

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დაზიანებული გრუნტის საფარის ნაცვლად, 1405 მეტრის სიგრძეზე მოეწყო ასფალტობეტონის ორფენინი გზა და სანიაღვრე არხები. გზის რეაბილიტაციაზე 515 515 ლარი დაიხარჯა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ამხანაგობა ,,ენკა,, განახორციელა.