თვალთმაქცურად ნათქვამია, რაც კარგად გამოსდით - ნიკა მელია „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკურ ამნისტიაზე

21:43 10-15-2019
51

„დამაზიანებელია, არაგონივრულია, ბრიყვულია, ანტისახელმწიფოებრივია და თვალთმაქცურად ნათქვამია, რაც კარგად გამოსდით ხოლმე.“ - ასე შეაფასა გადაცემა „რეაქციაში“​ ნიკა მელიამ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური ამნისტიის შესახებ გზავნილი.

მისი თქმით, პაერტია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა აზიანებს ქვეყნის მომავალს.

„ეს ინიციატივა ხელს უწყობს ხელისუფლებას, რომ ისედაც მათგან ძარცვაში ხალხი, კიდევ უფრო გათანგოს, გააგრძელოს უფრო აღმატებულ ხარისხში დაშინება. გააგრძელოს სახელმწიფო ქონების მიტაცება, სხვადასხვა სახის პოლიტიკური დანაშაულებების ჩადენა და ა.შ.“ - ამბობს ნიკანორ მელია. 

ცნობისთვის, „ევროპულის საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არავის არ გაასამართლებენ, მათ შორის არც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.