მასწავლებლის იძულებითი ბოდიში სოფლის ცენტრში - უცნაური ბულინგი გარდაბანში

22:40 10-14-2019
128

გეოგრაფიის მასწავლებელს სოფლის ცენტრში საჯარო ბოდიში მას შემდეგ მოახდევინეს, რაც გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოსწავლის გათხოვება გააპროტესტა.

პედაგოგმა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„ჩემი ყოფილი მოსწავლე ძალით გაიტაცეს. მას ახლა, უნივერსიტეტში პირველი ნაბიჯები უნდა გადაედგა. ასეთი ნაძირლებისა და ბინძური არაკაცებისგან შედგება ჩვენი თემი. ახლა, ბინძურწვერიანი ახსაჰკალები დაიწყებენ - შერიგდით და დაივიწყეთ ყველაფერი“ - წერდა პედაგოგი.

ის სოფლის მოსახლეობამ აიძულა, რომ პოსტი წაეშალა. პედაგოგმა ზეწოლის შემდეგ, ბოდიში მოიხადა. თანასოფლელებმა  მონანიების ვიდეო გადაიღეს და მისი დისკრედიტაციის მიზნით, სოფელში გაავრცელეს. ამ ვიდეოში ისმის ადგილობრივის მუქარა  - „ყურების დაგაჭრიდი“.

 

წყარო: „მთავარი“