ვინ არიან წნორი-ლაგოდეხის გზაზე ავარიისას გარდაცვლილები

17:16 10-13-2019
1877

კახეთში დღეს მომხდარ ავარიაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. უბედური შემთხვევა წნორი-ლაგოდეხის გზაზე, სოფელ ჰერეთისკართან მოხდა. ერთმანეთს ოპელის მარკის ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.

ოპელში მყოფი ორი მგზავრი და მძღოლი გარდაიცვალა. მგზავრები გვარად თინიკაშვილები არიან. „პრაიმტაიმი“ არკვევს აქვთ თუ არა ნათესაური კავშირი გარდაცვლილებს.

სამივე გარდაცვლილი მამაკაცია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი სტუმრად იმყოფებოდნენ ვარდისუბანში.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი