რა თქვა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე გია ყანჩელმა 

13:25 10-12-2019
283

რეჟისორი რობიკო სტურუა გია ყანჩელთან ბოლო საუბარს იხსენებს:

„არის რაღაც მომენტები, როდესაც ლაპარაკი უზნეობად მიმაჩნია. ერთი, როცა გია ყანჩელს აფასებ, როგორც დიდ კომპოზიტორს. თუ წარმოვიდგენთ მსოფლიო კომპოზიტორებს, როგორც უზარმაზარ თაროს და იქ ცნობილი სახელებია ჩალაგებული. მასაც პატარა თარო აქვს. ამის შექმნა ძალიან ძნელია. 

სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ვნახე, მასთან რომ მივედი ეძინა. დილა იყო. მომვლელმა ქალმა გააღვიძა რობიკო მოვიდაო. პირველი წინადადება რაც მითხრა, თავის ძმაკაცს ეხებოდა. მერე რაღაც ვილაპარაკეთ და დაეძინა. დღეს მითხრეს, რომ სიკვდილის წინ უთქვამს, ვგრძნობ, დღეს კარგი დღე იქნებაო. იმედი მაქვს, რომ შევხვდებით იქ. ბევრი კარგი ხალხი გვიცდის,“ - განაცხადა სტურუამ.

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიო დონის კომპოზიტორი 5 ოქტომბერს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.