ახალციხეში თეატრალური ფესტივალი დასრულდა

22:38 10-11-2019
13

V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დღეს, 11 ოქტომბერს დასრულდა. ფესტივალი მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა საზეიმოდ დახურა. მსახიობები მაყურებლის წინაშე ჯანრი კაშიას სპექტაკლით - მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ წარსდგნენ, რომლის დამდგმელი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილია.

width=540

სპექტაკლის დასასრულს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, მესხეთის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

width=540

ფესტივალი 13 სექტემბერს, თავისუფალი თეატრის სპექტაკლით გაიხსნა. მას შემდეგ, 28 სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ თბილისისა და საქართველოს რეგიონების თეატრები. ახალციხეს ასევე ეწვია სამსახიობო დასი უკრაინიდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან და ბელორუსიიდან.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე