„ხარისხის არხის“ ცნობილი ტელეწამყვანი საკალათბურთო მატჩების კომენტატორი გახდა

19:34 10-10-2019
509

„ხარისხის არხის“ ცნობილი ტელეწამყვანი სპორტული კომენტატორი გახდა. გიორგი ასათიანმა დღეს, „Silk უნივერსალზე“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ბრუკლინ ნეთსის“ საკალათბურთო მატჩი წაიყვანა.

ასათიანი აქამდეც გამოირჩეოდა კალათბურთის დიდი სიყვარულით და გულშემატკივრობით. მან ამ თემას რამდენიმე პუბლიცისტური ნაშრომიც მიუძღვნა.

​გიორგი ასათიანი საზოგადოებისთვის ცნობილი გადაცემა „დასაბამიდან სასუფევლამდე“-ს წაყვანით გახდა.