ვიდეოები

1714474137

VIDEO: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მიმდინარე კვირაში ფინანსურად და პირად ურთიერთობაში კარგი პერიოდი ექნებათ

მნიშვნელოვანი და საყურადღებო მოვლენები, რომლებიც მიმდინარე კვირაში უნდა გავითვალისწინოთ - ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნისთვის: ვრცლად ↓

ფული

ტაბლოიდი

სოციალური თემა

pensia

1710406857

პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე, 150 000-მდე პირს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

„ლიბერთი“ ბანკი საპენსიო სესხებზე პროცენტის კლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით.„ლიბერთი“ აცხადებს, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.დეტალები და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ https://bit.ly/3TAQ4Pt„ლიბერთი“ აგრძელებს უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვას და მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას, რასაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ასრულებს ლიბერთის გუნდის თითოეული წევრი.„ლიბერთის“ მიზანია ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. ბოლო წლებში მიღებული ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებზეა ორიენტირებული, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ბანკის მხრიდან არაერთი სასარგებლო სიახლე დაანონსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

სანთელი

საზოგადოება 1714893396

სანთელი დაანთეთ და ეს ლოცვა წარმოთქვით - სააღდგომო ტროპარი

ლოცვა, რომელიც აღდგომას უნდა წაიკითხოთ.„ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა""ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".

კობახიძე

პოლიტიკა 1714891282

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის სტუმრებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას და ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის დელეგატებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ასაკავას და აზიის განვითარების ბანკის გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ღონისძიების საქართველოში ჩატარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „ჩვენთვის დიდი პატივია აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის და ასეთი საპატიო სტუმრების მასპინძლობა საქართველოში, თბილისში. სტუმარმასპინძლობა ქართული ხასიათის  მთავარი მახასიათებელია და ქართველები ხშირად ვამბობთ, რომ სტუმარი ღვთისაა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ თქვენ მრავალ წარმატებას მოუტანთ ჩვენ ქვეყანას.ბედნიერი ვართ ჩვენი მეგობრობითა და თანამშრომლობით, რომელსაც ძალიან ძლიერი საფუძველი აქვს. ვიმედოვნებ, საქართველოში სასიამოვნო დროს გაატარებთ. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ორგანიზატორებს და ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობის გაუსვა ხაზი ADB-ის პრეზიდენტმა. მასაცუგუ ასაკავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველო პირველად მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას და დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ამ სასიამოვნო საღამოსთვის. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო წარმოადგენს ხიდს კონტინენტებს შორის, საქონლის, მომსახურებისა და ინფორმაციის გასაცვლელად. ეს წლიური შეხვედრა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ქვეყნის საუკეთესო რესურსების წარმოსაჩენად და შესათავაზებლად. ეს არის დინამიკური ეკონომიკა, მდიდარი ისტორია, გასაოცარი ბუნება, თბილი და კეთილგანწყობილი ხალხი“, - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა. აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელსაც თბილისი 2-5 მაისს მასპინძლობს, 68 ქვეყნის 4 000-მდე სტუმარი მონაწილეობს. 

აღდგომა საფლავი

საზოგადოება 1714890238

სასაფლაოზე გასვლის კანონიკური და სახალხო ტრადიცია

აღდგომის შემდგომი დღე, ანუ ორშაბათი, უქმედაა გამოცხადებული. იმის გამო, რომ კომუნისტური წყობილების დროს, მორწმუნეები კვირას, აღდგომის დღეს არ წასულიყვნენ სასაფლაოზე, ანუ აღდგომის დღესთან არ დაეკავშირებინათ რაიმე რიტუალი, ქართულ ეკლესიაში ორშაბათი შემოიღეს უქმე დღედ.თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ტრადიციას არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან.როგორც ეკლესიის მსახურნი ამბობენ, ბრწყინვალე შვიდეულში არ შეიძლება საფლავების კურთხევა. ამგვარი რამ ნებადართულია აღდგომიდან მეცხრე დღეს ანუ კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს.წმინდა შვიდეულში დაშვებულია სასაფლაოზე მხოლოდ მომლოცველობითი რიტუალის ჩატარება ანუ გალობა.გარდა საეროსი, არსებობს ლიტურგიკული კალენდარი, სადაც ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიებისთვის სულ შვიდი დღეა ოფიციალურად დაწესებული და მათში აღდგომის მეორე დღე არ შედის. ლიტურგიკულად არც კვირაა მიცვალებულთა მოხსენიების დღე. საერთოდ, სასაფლაოზე ხშირად სიარული ქრისტიანობაში წარმართული ელემენტია. ქრისტიანთათვის მიცვალებულის მსახურება პანაშვიდისა და ეკლესიაში მოხსენიების სახით გამოიხატება.აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ, საფლავზე გასვლა ნებისმიერს შეუძლია, თუმცა, სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად. მთავარია, აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გლოვით არ მივიდეთ.წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებიდან:„დღევანდელი დღესასწაული არა მხოლოდ მიწის ბინადართა დღესასწაულია, მას ზეცაშიც ზეიმობენ, სიხარულია დედამიწაზე! სიხარულია ზეცაშიც! და თუ ერთი ცოდვილის ღვთისკენ მოქცევას უდიდესი სიხარული ახლავს ჩვენშიც და ზეცაშიც, მით უფრო მეტია სიხარული დღეს, როდესაც მთელმა სამყარომ დააღწია თავი ეშმაკის კლანჭებს. დღეს ზეიმობენ ანგელოზნი, დღეს ხარობენ მთავარანგელოზნი, ზეიმი აქვთ ქერუბიმებსა და სერაბიმებს. მათ არ ერცხვინებათ ჩვენთან ერთად აღნიშვნა ამ დღისა! და არა მხოლოდ ანგელოზებს, თვით უფალს არ ერცხვინება თავის შვილებთან ერთად ზეიმი. „სურვილი მაქვს, პასექისა ამის ჭამად თქუენთანა“. (ლკ. 22, 15).როდის უნდა გავიდეთ საფლავზე? მაშინ, როდესაც გული გაგიწევთ, როცა საფლავი მოსავლელია და იმ დღეებში, რომლებიც ეკლესიამ მიცვალებულთა მოხსენიების დღეებად დააწესა. გარდაცვლილი ადამიანებისადმი სიყვარული, ზრუნვა და ლოცვებში მოხსენიება გაცილებით  მნიშვნელოვანია.სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, გიორგი სანამაშვილი:- აღდგომა არა მიცვალებულების, არამედ, ცოცხლების დღესასწაულია, ანუ სიკვდილი დაითრგუნა და ქრისტე აღდგა, მაგრამ ჩვენში არაერთი ეკლესია სასაფლაოსთან მდებარეობს და აღდგომას ქრისტიანები ერთმანეთს შეძახილებით, - 'ქრისტე აღდგა!~ ეგებებიან. შემდგომ ტაძრის გარშემო შემოტარება ხდება და იმ დროს სიმბოლურად საფლავებზეც დადებენ ხოლმე კვერცხს, შეძახილებით: 'ქრისტე აღდგა!~ ანუ იმის შესახსენებლად, რომ აღდგება თითოეული ადამიანი. ეს ტრადიცია არ არის ცუდი და არც არაფერი შეზღუდვაა იმაში, რომ საფლავთან არ მიხვიდე, მაგრამ უპირველესად უნდა გააცნობიერო, რომ რადგანაც ქრისტე აღდგა - ეს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია და არა გლოვისა და მწუხარების. მათთვის, ვისაც ეს ჯერ კიდევ გაცნობიერებული არა აქვს, საჭიროა შეხსენება, რომ აღდგომა მიცვალებულების დღე არ არის და ამ პერიოდში საფლავზე გლოვა არ შეიძლება. თუ მაინცდამაინც მივლენ, საფლავს უნდა შეუძახონ, რომ ქრისტე აღდგა! რითაც დიდი სიხარული შემოდის. მოკლედ, ამ ყველაფრისთვის უწმინდესმა დააწესა ასეთი დღესასწაული კალენდარში, აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, რომელსაც საფლავთა კურთხევის დღე, დიდუბობა ჰქვია. შემდგომ კი კვირაცხოვლობის სამშაბათი, ანუ თომას კვირის შემდეგ არის მიცვალებულთა მოსახსენებელი დღე.

ilia II

საზოგადოება 1714888893

გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! - ილია მეორე

უფალმა, ადამის ცოდვის გამოსყიდვით, თავის მორწმუნეთათვის სინანული გახადა იმდენად ცხოველსმყოფელი, რომ ავაზაკს სიცოცხლის ბოლო წუთების აღმსარებლობითა და გულწრფელი სინანულით მთელი ამქვეყნიური ცოდვები მიუტევა და სამოთხის კარი გაუხსნა, რითაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა იმედი სინანულის გზით ცხონებისა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.„ეკლესიის დიდი მოძღვრები გვასწავლიან იმასაც, რომ ჩვენს პირველმშობლებს ცოდვა სამოთხეშივე რომ მოენანიებინათ, დანაშაული რომ ერთმანეთისა და მაცდურისათვის არ გადაებრალებინათ, არამედ თავიანთი ამპარტავნება და ურჩობა უფლის წინაშე გულწრფელად ეღიარებინათ, აღარ დაისჯებოდნენ.ღვთის წინაშე შენდობა რომ ეთხოვა და ღალატის გამო შესატყვისი სინანული გამოევლინა, თვით იუდაც, პეტრე მოციქულის მსგავსად, შეწყალებას მიიღებდა, მაგრამ იგი, სინანულის ნაცვლად, სასოწარკვეთილებამ მოიცვა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ და სინანულის მადლით დაუბრუნდით ქრისტეს! ზეციურ მკურნალს არა ჰყავს უკურნებელი სნეულნი, რადგან მისი მოწყალება და შეწევნის ძალა უნაპიროა; ოღონდ უფალს გულმოდგინება და ნაყოფი სინანულისა უნდა ვუჩვენოთ. ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა, გაქვავებული და გასასტიკებული გული“, - ნათქვამია ეპისტოლეში.

პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე

საზოგადოება 1714888805

პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.სააღდგომო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულეს.ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.სააღდგომო ღვთისმსახურებას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.