„შენ დაცულ ქალთა უფლებებს შევ..“ - რატომ დაუპირისპირდნენ ქალთა უფლებადამცველები ბაია პატარაიას?

11:00 10-08-2019
979

ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელს, ბაია პატარაიას ქალთა უფლებების დამცველები დაუპირისპირდნენ. საქმე ეხება „მთავარი არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემას, რომლის სტუმრები იყვნენ თავად ბაია პატარაია და თამთა თოდაძე, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

ქალთა უფლებადაცველების გაღიზიანება პირდაპირ ეთერში ნიკა გვარამიას კითხვებმა გამოიწვია, რომელიც დაინტერესდა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს ინციდენტის დროს კაბა ეცვა, თუ შარვალი, რასაც ეთერში მყოფი ბაია პატარაიას მხრიდან რეაქცია არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, სოციალურ ქსელში „საფარის“ ხელმძღვანელმა დაწერა, რომ ნიკა გვარამიას მიერ ამ კითხვის დასმაში პრობლემას ვერ ხედავს და გადაცემის ავტორს ამ გზით ქალის გამომწვეობა არ შეუმოწმებია. ბაია პატარაიას სტატუსს ქალთა უფლებების დამცველები მწვავე კრიტიკით გამოეხმაურნენ, მათ შორის თათია სამხარაძე, რომელიც წარსულში თავად გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. 

Tatia Samkharadze სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული. ვფიქრობდი უფრო მაღლა უნდა დავმდგარიყავი შენზე, შენ არაპროფესიონალიზმზე, შენ არაეთიკურობაზეც და ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე იმ ბენეფიციარების მიმართ რომელთა შორისაც მეც ვიყავი.

ეხლა ეს გაპრავება რომ არ დაგედო, იქნებ არც არასოდეს მეთქვა საჯაროდ, მაგრამ და აი დადგა დრო ხმამაღლა ვთქვა, შენ დაცულ ქალთა უფლებებს შევეცი ბაია პატარაია!

Baia Pataraia ვინც ამ კომენტარს ალაიქებთ, უბრალოდ წაგშლით, არ გეწყინოთ. ასეთ არაადეკვატურობაზე პასუხი არ მაქვს. ყველამ თავისი სიმართლით იცხოვროს, კაცო, და დაე, ჩვენმა გაკეთებულმა საქმეებმა ისაუბრონ ჩვენსავე ღირებულებებზე.

არასდროს ვინანებ იმ აუარება ზღვა შრომას, რაც მე და ჩემმა არაჩვეულებრივმა თანამშრომლებმა თათიას საქმეში ჩავდეთ.

Ida Bakhturidze იმ ყოვლად არაეთიკურ ეთერში დაავიწყდა მთავარი სტუმარი ნიკა გვარამიას და ზოგადად, სულ მგონია, რომ მას რესპონდენტები და ადამიანები პოლიტიკური სათამაშოები ჰგონია, აქაც ყველას დაავიწყდა ამავე პოსტზე მონიშნული მთავარი ადამიანი. გადაცემაზე ვთქვი ჩემი აზრი, ამ პოსტის შინაარსსაც სრულიად არ ვეთანხმები, მაგრამ ამ კომენტარებს რომ აყურებინებთ თამთა თოდაძეს, არ ხართ თქვენ ადამიანები. მეტს არ დავწერ.

Elene Kaikhosroshvili არ ვიცი, რანაირად უნდა გენდო, როცა ვუყურებ, როგორ აპრავებ ძალიან პრივილეგირებული კაცის (ნიკა გვარამია) მიერ ნათქვამ მიზოგენიას! რამდენ სიტუაციაში, რამდენჯერ, რანაირ ადამიანთან აღარ დაგიცავი ბოლო წლების განმავლობაში და ეს უკვე ნამეტანია! რომ გავიღვიძე, დარწმუნელი ვიყავი, რომ უკვე დაწერილი გქონდა რაიმე, სადაც იტყოდი, რომ შეგეშალა, ადამიანი ხარ და შეგეშალა და მანდ დამთავრდებოდა ეს ამბავი. მაგრამ ჯერ იყო და რაღაცა ყვავილების ფოტო დადე, აქაოდა წიხლში მკიდია, რას ფიქრობთ ჩემზეო და მერე ეს დაწერე!! ეს გაუგონარი ტექსტი! თუ მართლა ასეა, მაშინ იმ პოლიციელებმა და გამომძებლებმა რა დაშავეს, თავზე რომ ვახურავთ ამ შეკითხვის დასმის გამო?? ხვდები ეხლა რა ქენი? რას მიეცი ლეგიტიმაცია შენი პირით? ჯერ იქ ჩუმად ჯდომით და მერე აი ამის აქ გაპრავებით?? ხვდები რეებს აზიანებ ბაია.

Nukri Tabidze ვაიმე ბაია მარტივად დგას საკითხი: მაგარი სირობა და ტუტუცობა გააკეთა გვარამიამ და თამთა რომ აი არ ვიცი უძლიერესი ადამიანია მართლა და ამ წნეხის წინაშე არ გატყდა მართლა სამაგალითოა, მარა ეგ არც გვარამიას გულისამრევ ქცევას აპრავებს და არც შენს სიბრმავეს. არსად დაგეკარგოს ეგ გვარამია! და წარმატებები და გაძლება მისცეს თამთას ყველა ფრონტზე! ცალკე ოცნება უნდა იგერიოს, ცალკე ხალხი, ცალკე გვარამია და მისი უმეცარი გამპრავებლები! შენ კიდე შეჯერდი ვის მხარეს ხარ და რა გინდა იმიტომ რომ უკვე მართლა არაფერში ჯდება ეს თავის მოსულელება ვითომ გვარამია ეშმაკის ადვოკატი იყო. მგონი საკმარისი ცოდნა და გამოცდილება უნდა გქონდეს შენ მაინც რომ იცოდე ჟურნალისტი როგორ უნდა იქცეოდეს ძალადობის მსხვერპლ ქალთან!

Masho Samadashvili Przybyszewska ბაია, ამის დაწერას სჯობდა არაფერი დაგეწერა, ვინაიდან გავა დრო და ეს კითხვა შევა ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოებში როგორც კითხვა, რომელიც არასდროს უნდა დავსვათ და ძალიან სამარცხვინო საქმედ ისწავლის ხალხი ამბავს, როგორ მოუწყვეს კატარინა ბლუმის დაკარგული ღირსება ქალს 2019 წელს, თავისი ჭკუით ძალიან პროგრესულ მედიაში.

Salome Asatiani ბაია, მთელი პატივისცემით, კითხვაზე რა გეცვა ურეაქციობა და მით უმეტეს ნივთმტკიცებაზე ლაპარაკი ახლა ძალიან მძიმე საყურებელია ჩემთვის. როგორც გუშინდელი ეთერი, მთლიანად. თავისი შენ ხომ არ გამოიწვიე პათოსით. სოლიდარობა, ფემინიზმი, ძალადობისგან დაცვა მარტო ლოზუნგები და სიტყვების რახარუხი არ არის. რეალური, ცოცხალი, ტრავმირებული ადამიანების ასეთი დაკითხვები თუ არ შეგვაწუხებს. ცოტა მაინც.

Ira Silanteva ძალიან მაინტერესებს იგივე სტანდარტებზე თუ წერ წიგნში რაც გუშინ ჩაატარეთ და რისი უფლებაც მიეცით გვარამიას. მხოლოდ ეს მაინტერესებს. ნაცვლად იმისა რომ აღიარო შეცდომა იმ ცირკის გაპრავებას დებ. პროსტა თვალებიდან სისხლი მდის, აწი ზუსტად ვიცი მსგავსი ქეისი თუ მექნება არასოდეს გამოვუშვებ ბენეფიციარს შენს ორგანიზაციაში და პირადად შენთან, იმიტომ რომ სერიოზულად მეპარება ეჭვი რომ რაიმენაირი სტანდარტი გაქვთ და პირადად შენ გაქვს მსხვერპლებთან მუშაობის.